ეკონომიკა
2012 წლის შემდეგ საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა
2012 წლის შემდეგ საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო- სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.

„ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე სამთო - სათხილამურო კურორტზე ფუნქციონირებს” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.