მსოფლიო   NEWS
ისრაელში, იუდეის უდაბნოში წყალდიდობის შედეგად 9 მოზარდი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ისრაელში, იუდეის უდაბნოში წყალდიდობის შედეგად 9 მოზარდი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ისრაელში, იუდეის უდაბნოში წყალდიდობის შედეგად 9 მოზარდი დაიღუპა, 1-ს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „TimesofIsrael“ ავრცელებს. მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს, 2 მათგანი მსუბუქად დაშავდა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, მოზარდები იუდეის უდაბნოში სალაშქროდ იმყოფებოდნენ. ისინი ჯარში გასაწვევად ემზადებოდნენ და სავარჯიშოდ ლაშქრობა გადაწყვიტეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებმა მოსალოდნელი წყალდიდობა არ გაითვალსწინეს.