პოლიტიკა
„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს” - კახა კალაძე
„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს” - კახა კალაძე

„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია.

„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ეს ნორმალურია. რაღაც კონკრეტულ საკითხზე გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთისთვის ცუდი და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანს ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ინსტიტუტები უნდა გავაძლიეროთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ბევრია სამუშაო და ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.