პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანას გააძლიერებს“ - მიხეილ ჯანელიძე
„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანას გააძლიერებს“ - მიხეილ ჯანელიძე

„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანას გააძლიერებს“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრი როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიის შიგნით ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს.

„ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება მისასალმებელია, რადგან ის, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარტიის შიგნით ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს.

დარწმუნებული  ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი არჩევა  პარტიის და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას მოემსახურება. ეს ძალიან კარგია“ - განაცხადა ჯანელიძემ.

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.