პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში (Nahal Tsafit), მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს” - ნათქვამია საგარეო უწყების სამძიმრის წერილში.