მსოფლიო   NEWS
1-ლი ივნისიდან ბავარიის სახელმწიფო დაწესებულებებში ჯვრებს დაკიდებენ
1-ლი ივნისიდან ბავარიის სახელმწიფო დაწესებულებებში ჯვრებს დაკიდებენ

ბავარიის პრემიერმინისტრმა, მარკუს სოდერმა კანცელარიის შესასვლელში ჯვარი დაკიდა.

მისი თქმით, 1-ლი ივნისიდან ჯვრები ასევე უნდა დაკიდონ სამთავრობო შენობებში, სკოლებსა და სასამართლოებში. როგორც მარკუს სდერმა აღნიშნა, ჯვარი ბავარიელების იდენტობის აღმნიშვნელია და რელიგიურ ნეიტრალიტეტს სულაც არ არღვევს.

ექსპერტების აზრით, მარკუს სოდერი, რომელიც ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრია, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ცდილობს არჩევნებამდე ამომრჩეველთა სიმპათიის მოპოვებას, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. 

სოდერის განმარტებით, მისი მოწოდება არაკონსტიტუციური არ არის და რელიგიურ ნეიტრალიტეტსაც არ არღვევს. ბავარიაში უმრავლესობა ქრისტიანია. 2016 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 50.5% კათოლიკეა, 18.8% კი პროტესტანტი.