პოლიტიკა
„გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი” - გია ვოლსკი
„გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი” - გია ვოლსკი

„გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკმა განაცხადა.

ვოლსკი ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს.

„დამერწმუნეთ, ყველაფერი რაციონალურად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პოლიტსაბჭოს წევრად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი როგორ იქნება პოლიტსაბჭოს კონფიგურაცია. პოლიტსაბჭო რაოდენობრივად უფრო მოქნილი უნდა იყოს, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი.

პარტიის თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატი არის ბიძინა ივანიშვილი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, დაპირისპირების თემა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ამ თემას უახლოეს პერიოდში, უმრავლესობის ფორმატში დავუბრუნდებით, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არ არის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პარტიულ მშენებლობასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.