საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკის ოჯახს უსამძიმრებს
გიორგი კვირიკაშვილი დალი ფანჯიკის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილი ქართველი მთარგმნელის, გერმანისტისა და პროფესორის  დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერის სამძიმრის წერილი მის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება. 

გიორგი კვირიკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა დალიმ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა გერმანული ლიტერატურის შედევრების თარგმანები, რომლებიც ქართული მთარგმნელობითი სკოლის შესანიშნავი ნიმუშებია.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დალი ფანჯიკიძის ოჯახსა და ახლობლებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში. 

დალი ფანჯიკიძე 1937 წლის 23 მარტს თბილისში დაიბადა. მას გერმანულიდან  თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); ულრიხ ​პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ-ს ახალი ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰერმან ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრიგოლ რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. 

დალი ფანჯიკიძის მეუღლე ცნობილი ქართველი მწერალი გურამ ფანჯიკიძე იყო.