პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ.

გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.