პოლიტიკა
ვანსა და ხონში ხვალ პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
ვანსა და ხონში ხვალ პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ვანსა და ხონის მინიციპალიტეტებში გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით,  საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის 6 კანდიდატია რეგისტრირებული, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ. 

არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 19 მედიასაშუალების 504 მედია წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნები  08:00 საათზე გაიხსნება.