პოლიტიკა
მამუკა ტუსკაძე „ევროპულ საქართველოს“ ზეწოლაში ადანაშაულებს
მამუკა ტუსკაძე „ევროპულ საქართველოს“ ზეწოლაში ადანაშაულებს

ვანსა და ხონში „ახალი ქრისტიან- დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ტუსკაძე „ევროპულ საქართველოს“ ზეწოლაში ადანაშაულებს.

მან მედიის წარმომადგენლებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მოასმენინა, სადაც დაუდგენელი პიროვნება მას აკაკი ბობოხიძის სახელით ემუქრება. 

ტუსკაძის თქმითვე, მას ვინმე ხურციძე დაემუქრა, რომ არჩევნებზე ვანში არ ჩასულიყო. 

„ამ ყველაფერში დამნაშავეები არიან ევრო-ქოცები ანუ ქოცების ევროპული ნაწილი, ეს არის გიგი უგულავა და მისი შტაბი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურები“ - განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მამუკა ტუსკაძემ საგამოძიებო უწყებებს მიმართა და უკვე დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

„ევროპულ საქართველოში“ ბრალდებას  გამოეხმაურნენ და მას უსაფუძვლო უწოდეს. მათი თქმით, მამუკა ტუსკაძე „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს.