საზოგადოება
ვანსა და ხონში სააარჩევნო უბნები გაიხსნა
ვანსა და ხონში სააარჩევნო უბნები გაიხსნა

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სამოცივე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. 

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ. 

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დღეს ამომრჩევლებს გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.

წყარო: Imedinews.ge