სხვადასხვა
პროგრამას „eTwinning Plus” 300 მასწავლებელი შეუერთდა
პროგრამას „eTwinning Plus” 300 მასწავლებელი შეუერთდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „eTwinning Plus” მონაწილეთა რაოდენობა კიდევ 300 მასწავლებლით გაიზარდა. ახლად დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, ცენტრის დირექტორი მასწავლებლებს მიესალმა და პროგრამის მიზნებზე ესაუბრა.

პროგრამის კოორდინატორმა ხატია მატკავამ მასწავლებლებს პროგრამის ონლაინ პორტალზე მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეები გააცნო. ასევე, ისაუბრა პროგრამის სარგებელზე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის და მის კავშირზე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ პროგრამის ტრენერ-ამბასადორები და მასწავლებლები, რომლებმაც კოლეგებს გაუზიარეს პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება, გააცნეს წარმატებული პროექტები და ისაუბრეს იმ გზებზე და ინსტრუმენტებზე, რომლების დაეხმარათ პროექტების ეფექტიანად განხორციელებაში. ასევე, გააცნეს ხარისხის ნიშნის მოსაპოვებელი კრიტერიუმები და პრაქტიკული მაგალითები.

პროგრამაში სიახლეა, პროგრამის მთავარი სამუშაო სივრცე ელექტრონული პორტალი, რომელიც იმართება ევროპის სქულნეთის მიერ ითარგმნა ქართულ ენაზე, რათა ქართველ მასწავლებლებს დავეხმაროთ ენობრივი ბარიერის დაძლევაში, მივცეთ სრული წვდომა ინფორმაციასთან და გავუმარტივოთ მუშაობის პროცესი.

დღევანდელი მონაცემებით პროგრამაში ჩართულია 900 მასწავლებელი.

“პროგრამა ამოქმედების დღიდან დიდი ინტერესით სარგებლობს. რაზეც მიუთითებს პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისა და განხორციელებული პროექტების ყოველწლიური სტატისტიკა.  პროგრამა გამორჩეულია იმითაც, რომ აქტიურ მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილება მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში.  უცხოელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრა და კომუნიკაცია, ერთგვარია მოტივატორია ქართველი მასწავლებლებისთვის.   ჩვენ ჩვენის მხრივ კი ხელს ვუწყობს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების სრულფასოვნად განხორციელებას” - განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა, ხატია მატკავამ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან" (eTwinning Plus) 2013 წლიდან ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან  ქუთაისში და ბათუმშიც ჩატარდება.