საზოგადოება
ტყიბულში საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასების ანაზღაუირებას ითხოვენ
ტყიბულში საგზაო სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასების ანაზღაუირებას ითხოვენ

ტყიბულში, ბეტონის ქარხანასთან ორპირი ცუცხვათის გზის დაგების სამუშაოებზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

მუშების თქმით, წელიწადნახევრის განმავლიბაში 10 კილომებტრიანი გზის მონაკვეთი დააგეს, რამდენიმე თვის დავალიანება კი ამ დრომდე არ აუღიათ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ყაზახური კომანია ,,ყაზახ დოსტროი" და ქვეკონტრაქტორი კომანია ,, GK building ასრულებდა.

ყაზახური კომოანიის წარმომადგენელი ამბობს,რომ მუშები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ მოატყუა, რადგან მათ თანხა სრულად გადაურიცხეს და სწორედ ისინი არ უნაზღაურებენ მუშებს დავალიანებას.

წყარო: Imedinews.ge