სხვადასხვა
ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნას იწონებს
ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნას იწონებს

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეთნიკური უმცირესობების დაცვის და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით, და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გააგრძელოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლახანს შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გააძლიერებს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღებას და საქართველოს მთავრობას მოუწოდა კიდევ უფრო ოპერატიული გახადოს ადამიანის უფლებების საკოორდინაციო მექანიზმი.