სამართალი
სტუდენტების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
სტუდენტების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით  იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჩატარდა.

ღონისძიებაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.იმიტირებულ პროცესზე საქმე „დავითი საქართველოს წინააღმდეგ“ განიხილეს. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ბრალდების მხარემ მოიპოვა.

იმიტირებულ პროცესს სტუდენტებთან ერთად ქალაქ თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესში მონაწილე სტუდენტებს, საქართველოს  პროკურატურის სახელით წიგნები, სიგელები და სამახსოვრო მაისურები გადაეცათ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და  მიზნად ისახავს   დანაშაულის პრევენციას, იმიტირებული სასამართლო პროცესების მეშვეობით მომავალი იურისტების პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებასა და საზოგადოებაში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას.