საზოგადოება
ბათუმში 25 წლის მამაკაცი ამწედან ჩამოვარდა
ბათუმში 25 წლის მამაკაცი ამწედან ჩამოვარდა

ბათუმში, მშენებლობაზე 25 წლის მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, ის ამწედან ჩამოვარდა. შემთხვება 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სასწრაფო დახმარების ბათუმის სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, დაშავებული  კონტაქტური იყო. მას დაზიანება გულმკერდისა და ხელის არეში აღენიშნებოდა.

წყარო: Imedinews.ge