მსოფლიო   NEWS
"ახლა მსურს უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე" - კონჩიტა
"ახლა მსურს უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე" - კონჩიტა

მომღერალი ტომ ნოივირტი, რომლის სცენური ფსევდონიმიც კონჩიტა ვურსტია იმიჯს იცვლის. The Independent-თან ინტერვიუში კონჩიტა საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს ბოლო პერიოდში კაბით:

„მე ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ და ვიმოსები ისე, როგორც კონკრეტულ მომენტში ვგრძნობ, ახლა მსურს უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე, შესაძლოა ეს უფრო ახლოა ჩემს პერსონასთან, როგორც ტომთან და როგორც ტომს მე ძალიან მომწონს რომ ქუჩაში ვეღარავინ მცნობს.მე გამოვხატე ჩემი ქალური მხარე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ამან ბევრი ბედნიერება მომიტანა „ევროვიზია" და ყველაფერი რაც ამს მოჰყვა. მე მივხვდი, რომ პერსონაჟს, რომელიც მე შევქმენი უზარმაზარი პოტენციალი აქვს, იმისთვის რომ განვითარდეს სრულიად მოულოდნელი მიმართულებით, მე უბრალოდ შთაგონებას ვეძებ, მე დავიწყე ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი დივას იმიჯით, ახლა კი მე წვერებიანი დრაგ-მომღერალი ვარ „ბათინკებში" კონჩიტა ვურსტი წარადგენდა ავსტრიას 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კოპენჰაგენში და გაიმარჯვა სიმღერით „ღისე Lიკე ა Pჰოენიხ".

წყარო: newposts.ge