მსოფლიო   NEWS
გვატემალას ყოფილი პრეზიდენტი გოლფის თამაშის დროს გარდაიცვალა
გვატემალას ყოფილი პრეზიდენტი გოლფის თამაშის დროს გარდაიცვალა

გვატემალას ყოფილი პრეზიდენტი ალვარო არზუ 72 წლის ასაკში, გოლფის თამაშის დროს გარდაიცვალა . მას თამაშისას გულის შეტევა დაემართა., რის შემდეგაც ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.

ალვარო არზუ ირიგოიენი გვატემალას პრეზიდენტი 1996 წელს გახდა. 

პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ ის ქალაქ გვატემალას მერად სამჯერ (2007, 2011 და 2015 წლებში) აირჩიეს.