პოლიტიკა
გივი ჭიჭინაძე - 57.86%, გიორგი უგულავა - 38.38% - ცესკოს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს
გივი ჭიჭინაძე - 57.86%, გიორგი უგულავა - 38.38% - ცესკოს წინასწარი მონაცემებით შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები წარუდგინა.

„დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის შედეგი და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის  ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. მან მედიას ასევე გააცნო ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო  13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა.

„როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის  გარდა საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია,“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)

№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)