სხვადასხვა
გუგული მაღრაძემ სოფიაში თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
გუგული მაღრაძემ სოფიაში თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: „თამბაქოს უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს პროდუქტის მეთვალყურეობის სისტემა და მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის რეგულაციებთან“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინაისტროების წარმომადგენლები, დელეგაციები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, არასამთავრობო ორგაქნიზაციები, ასევე, ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და და ევროკავშირის ექსპერტები.

შეხვდრაზე განიხილეს თუ რა მდგომარეობაა თითოეულ ქვეყანაში თამბაქოს უკანონო ვაჭრობის მხრივ და რამდენადაა მზად თითოეული ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო სამსახურები თამბაქოს კონტრაბანდასთან და უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლისათვის. აღინიშნა, რომ არაერთი მაღალი განვითარების ქვეყანასაც კი არ აქვს ჯერჯერობით რატიფიცირებული თანბაქოს უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმი.

საქართველოსო დელეგაციას წარმოადგენდა „თამბაქოს კონტროლის კანონის ინიციატორი“ პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ბახტურიძე და საბაჟო დეპარტამენტიდან ოთარ რიკაძე.

გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეებს, გააცნო როგორი იყო საქართველოში თამბაქოს კონტროლის საკანონდებლო პაკეტის განხილვის და დამტკიცების პროცესის მიმდინარეობა, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა, პარლამენტმა ძალზე პროგრესული თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო, რომლის აღსრულება 2018 წ;ლის 1 მაისიდან იწყება. გუგული მაღრაძემ აღნიშნა ის ხელისშემწყობი გარემოებები, რაც დაეხმარება თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმის რატიფიცირებას და მის აღსრულებას საქართველოში. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ძალიან დაბალია კორუფცია და საფინანსო სტრუქტურები მუშაობენ ძალიან გამართულად. მართალია ჯერ-ჯერობით ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, საქართველოს არ მოუხდენია თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმის რატიფიცირება, მაგრამ მთავრობაში მიმდნარეობს ამ საკითხზე მუშაობა და დაგეგმილია ამ ოქმის რატიფიცირება“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

„საქართველოს საბაჟო სამსახური საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი. თანამშრომლებს აქვთ სათანადო განათლება და უნარ-ჩვევები იმისთვისა, რომ ეფექტურად ებრძოლონ თამბაქოს კონტრაბანდას მეზობელი ქვეყნებიდან. ასეთი საფრთხეები არსებობს რამდენადაც მოსაზღვრე ქვეყნებში (გარდა თურქეთისა), თამბაქოს ფასები შედარებით დაბალია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასრულებს მოთხოვნას თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით ზრდის შესახებ“, - განაცხადა საბაჟო დეპარტაემენტის წარმოამდგენელმა ოთარ რიკაძემ.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირის კომისია თამბაქოს კონტროლის შესახებ, ევროპული ორგანიზაცია „მოწევისგან თავისუფალი პარტნიორობა,“ თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო ალიანსი.

შეხვედრაზე მიღებული იქნა რეკომენდაციები თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ პროცესებში ევროკავშირის დახმარების გაძლიერებაზე.