ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვაჟიშვილთან ერთად ეწვია. მარკეტზე 30-მდე მეტ კომპანიასა და ინდმეწარმეს ჰქონდა საკუთარი პროდუქცია გამოტანილი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა მარკეტზე წარმოდგენილი ქართული პროდუქცია, ესაუბრა მეწარმეებს და რამდენიმე სახეობის, სხვადასხვა ქართული პროდუქტიც შეიძინა.

ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გამართული მარკეტის მიზანი ქართველი მეწარმეების და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. მარკეტზე  წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის  სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია. მარკეტი მეიდანზე 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.