სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს.

სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

    ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12
    კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73
    ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34
    თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11
    აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18
    ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.