მსოფლიო   NEWS
ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დემონსტრანტების დიდი ნაწილი სტუდენტები არიან. რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტეროტორიაზეა შეკრებილი. პოლიციას მათი ქმედებისთვის ხელი არ შეუშლია. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა გზის გადაკეტვის მიზეზი.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მანამდე ფაშინიანი სომხეთს პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდა.

მანამდე ფაშინიანმა აქციების ახალი ტალღა დააანონსა.

ერევანში საპროტესტო აქციების მეჩვიდმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

წყარო: imedinews.ge