სხვადასხვა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. 

მანამდე, მარტის შუა რიცხვებში ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა გაათავისუფლეს.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.