სამართალი
სოფელ კრწანისში აფეთქების შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა
სოფელ კრწანისში აფეთქების შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა

სოფელ კრწანისში აფეთქების შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა პოლიგონის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დაშავებულებმა, ამკრძალავი ნიშნების არსებობის მიუხედავად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა. 


შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადაც ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.