მსოფლიო   NEWS
სირიაში სარაკეტო დარტყმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში სარაკეტო დარტყმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. დაღუპულია ათეულობით ადამიანი.

თავდასხმა სავარაუდოდ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის მედია ავრცელებს.

სირიელი უფლებადამცველები, რომელთა შტაბბინაც ლონდონში მდებარეობს, აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები სირიის არმიის 47-ე ბრიგადის ბაზაზე მიიტანეს, რომელიც ჰამასის სიახლოვეს მდებარეობს. დაღუპულებს შორის არის სულ მცირე 20 სირიელი მებრძოლი და ასევე რამდენიმე ირანელი.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელი თავად გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდება სამხედრო ქმედებები სირიაში.

როგორც ლიბერმანი აცხადებს, ისრაელი არ აპირებს რუსულ ბაზებზე თავდასხმას ან სირიის შიდა საქმეებში ჩარევას. მას მიაჩნია, რომ ისრაელის მთავარი პრობლემა ირანია.