სხვადასხვა
აჭარაში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა
აჭარაში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

დაპირისპირება მოხდა აჭარაში. ინციდენტი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანას მოყვა,რადგანაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნაცემები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები. მათ შორის ბონდო თედორაძე და ნოდარ დუმბაძე.

ქაფურის ხეების ციხისძირიდან ბარჟამდე გადატანას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებდა. ადგილზე მათ “ქართული ოცნების” აქტივისტები დახვდნენ, ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა შავიშვილიც.

მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან. სამართალდამცველებს ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ.
ნაცემებს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.ხის გადატანის გამო ციხისძირის მონაკვეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.