მსოფლიო   NEWS
ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაღუპულია 15 ადამიანი.

სანაპირო დაცვის სამსახურმა 19 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. ისინი ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავი მაროკოდან მიემართებოდა.