პოლიტიკა
NDI კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს
NDI კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33%  მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. 

11 % მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, გამოკითხულთა 9% ტერორიზმს ასახელებს, 7% კი- რუსულ პროპაგანდას.

ამასთან, გამოკითხულთა 61 % მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 19 % კი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე მცირეა.

გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.