საზოგადოება
ღმერთი ქალია - ამტკიცებს მღვდელი, რომელიც 48 წუთის განმავლობაში გარდაცვლილი იყო
ღმერთი ქალია - ამტკიცებს მღვდელი, რომელიც 48 წუთის განმავლობაში გარდაცვლილი იყო

კათოლიკე მღვდელი მასაჩუსეტსიდან 48 წუთის განმავლობაში ოფიციალურად გარდაცვლილი იყო, სანამ ექიმებმა მისი გულის ამოქმედება სასწაულებრივად არ მოახერხეს. ამ დროის განმავლობაში, როგორც მამაო ჯონ მაიკლ ო'ნილი აცხადებს, სამოთხეში მოხვდა და ღმერთს შეხვდა, რომელსაც აღწერს, როგორც თბილ და მოსიყვარულე, დედობრივ ფიგურას.

71 წლის მღვდელი საავადმყოფოში გულის შეტევით გააქანეს, მიყვანის შემდეგ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის, LUCAS 2 საშუალებით, რომელიც ტვინში სისხლის მიწოდებას უზრუნველყოფს, შესაძლებელი გახდა სასიცოცხლო არტერიების განბლოკვა და მღვდლის გულის ნორმალურ რიტმში ამუშავება. 

ექიმები ეჭვობდნენ, რომ ინციდენტის შემდეგ პაციენტს ტვინის დაზიანებები ექნებოდა, თუმცა მან სრულიად ჯანსაღმა გამოიღვიძა.

ასაკოვანი მღვდელი ამტკიცებს, რომ ნათლად ახსოვს ის, რაც სიკვდილისას შეემთხვა. ამ ყველაფერს აღწერს, როგორც უცნაურ, სხეულისგან განდგომილ გამოცდილებას, უსაზღვრო სიყვარულით სავსეს; ასევე ამბობს, რომ თვალისმომჭრელი სინათლით იყო გარშემორტყმული. 

მამაო ამტკიცებს, რომ სამოთხეში მოხვდა და ღმერთს შეხვდა, რომელიც ფემინური, დედობრივი ფიგურა აღმოჩნდა. " მასთან ყოფნა შთამბეჭდავიც იყო და დამამშვიდებელიც. მას რბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა. ისეთი დამამშვიდებელი იყო, როგორც დედის ჩახუტება. არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ღმერთი წმინდა დედაა და არა წმინდა მამა, ის ყველაფერია რასაც ვინატრებდი და უფრო მეტიც კი!" - აცხადებს მღვდელი.

სასულიერო პირის განცხადებამ კათოლიკურ სამღვდელოებაში არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც არქიეპისკოპოსი იძულებული გახდა, ჭორების შესაჩერებლად პრესა მოეწვია. მიუხედავად ზემდგომი პირების უარყოფისა, მამაო ო'ნილი აცხადებს, რომ ის თავისი ცხოვრების ღმერთისთვის მიძღვნას და "წმინდა დედის" სიტყვების გავრცელებას გააგრძელებს.

"მინდა მოძღვრება გავაგრძელო, - ამბობს მღვდელი, - მინდა ჩემი ახალი ცოდნა დედა ღმერთის, ძე ღმერთისა და სული წმინდის შესახებ კათოლიკეებსა მთელ საქრისტიანოში გავავრცელო. ღმერთი დიადია და ყოვლისშემძლე, თუმცა ის ქალია." 

რომის კათოლიკური არქიეპისკოპოსის ეპარქიას ჯერ არ დაუდასტურებია, მისცემს თუ არა მამა ო'ნილს ქადაგების გაგრძელების უფლებას სამხრეთ ბოსტონში, თავის ძველ სამრევლოში.

ბოსტონის ეპარქიის კარდინალმა სინ პ. ო'მალიმ განაცხადა, რომ მამაო ო'ნილს სიკვდილის წინა ჰალუცინაციები ჰქონდა და ღმერთი მდედრობითი სქესის არაა.

World News Daily Report