დახმარება | რეკლამა | საიტის რუკა Sazogadoeba.Ge - RSS
პაროლის აღდგენა | რეგისტრაცია
ვიდეო
ბავშვის სახალისო პოზები
ყველაზე სახალისო 100 ვიდეო 3 წუთში
თავის ტკივილის აფრიკული მკურნალობა
სხვადასხვა
"თბილისი მოლში" ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "სმაილის" გრანდიოზული მაღაზია გაიხსნა
"თბილისი მოლში" ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "სმაილის" გრანდიოზული მაღაზია გაიხსნა

"თბილისი მოლში" ტექნიკის მაღაზიათა ქსელის "სმაილის" გრანდიოზული მაღაზია გაიხსნა.მაღაზია დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და "სმაილის" მენეჯმენტმა მედიას ქსელის გაფართოებაზე ინფორმაცია მიაწოდა. "თბილისი მოლში" სმაილის ახალი ობიექტის გახსნის დღეს, მხოლოდ 31 მაისს, თითოეულ მომხმარებელს ნებისმიერ შენაძენზე საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადავცემთ საჩუქრად. ასევე გახსნიდან 5 დღის განმავლობაში, რამდენიმე ყველაზე გაყიდვად მოდელს უპრეცედენტო ფასად წარმოვადგენთ. მხოლოდ "თბილისი მოლის" მაღაზიაში 5 ივნისამდე აქცია სახელწოდებით "წარმოუდგენელი ფასები" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც LCD ტელევიზორები 299 ლარად, გაზქურები და სარეცხი მანქანები 399 ლარად, ხოლო ორკამერიანი მაცივრები 499 ლარად იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფასდაკლებები გავრცელდება სხვა პროდუქტებზე", - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ტარიელ მაჭავარიანმა. თბილისი მოლში მაღაზია 4000 კვადრატულ მეტრზე განთავდა, სადაც კომპანიამ 50-ზე მეტი ახალი კადრი დაასაქმა. ასევე ქსელს ახალი ობიექტები რუსთავში და ბათუმში შეემატა. ახალი ობიექტების კონცეფცია სრულიად განსხვავებული მოდელით არის შექმნილი და "სმაილის" ან ტექნიკის ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების მაღაზიებს არ გავს.
"თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ტექნიკის ბაზარზე "პიონერები" ვართ - ერთდროულად მსგავსი მოცულობის ობიექტი ჯერ არასდროს გახსნილა. ეს არის მარკეტის ტიპის სავაჭრო ცენტრები, რომელშიც ღია სალაროა განთავსებული. ასევე ღია დახლებზე გვაქვს წარმოდგენილი მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო აპარატურა, კომპიუტერები და პირადი მოხმარების ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ყველასთვის ხელშესახები გახდა და ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი ტექნიკა თავად შეამოწმოს", - აღნიშნა ტარიელ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პარტნიორ ბანკებთან ერთად "სმაილი" მთელს ქსელში ექსკლუზიურ აქციასაც იწყებს. "მხოლოდ ივნისის თვეში მომხმარებელებს შესაძლებლობა აქვთ უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლონ. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა 3-წლიანი უპროცენტო განვადებით. აღნიშნული აქცია ტექნიკის ბაზარზე უპრეცედენტოა და მხოლოდ "სმაილის" მაღაზიათა ქსელში იმართება. მომხმარებლებისთვის ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა, მთელი სახლი სასურველი ტექნიკით მოაწყონ და საოცნებო კომფორტი შეიქმნან - თვეში მინიმალური შენატანით", - განაცხადა ტარიელ მაჭავარიანმა.